სასწავლო პროექტი


1. პროექტის საელწოდება: ქართული სალიტერატურო ენა დიალექტები.


2. პროექტის  მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიგონ რა არის სალიტერატურო ენა და რა არის დიალექტი, რა კავშირშია ისინი ერთმანეთთან და რომელი დიალექტი დგას ყველაზე ახლოს სალიტერატურო ქართულთან.

3. პროექტის აქტუალობა: ტექსტის წაკითხვისას მოსწავლემ შეძლოს დიალექტური სიტყვის გამოყოფა და მისი შეცვლა სალიტერატურო სიტყვით, გაარკვიოს თუ რომელ დიალექტს ეკუთვნის მითითებული სიტყვა.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიაზრონ დიალექტების მნიშვნელობა სალიტერატურო ენისთვის.

5. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი

6. ვადები: ათი დღე

7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებმა გაიგეს, რა არის  სალიტერატურო ენა და დიალექტიდა, რამდენი დიალექტია ქართულ ენაში.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, პლაკატები, კომპიუტერი.

9. პროექტის მსვლელობა:
 მოსწავლეებს ვაწვდი ტექსტს, რომელსიც მოცემულია დიალექტური ფორმები. ვავალებ გამოყონ  დიალექტური სიტყვები, მიუთითონ რომელი დიალექტის კუთვნილებაა  მოცემული სიტყვა.
    ისტორიასთან კავშირის დამყარებით გაიგონ,თუ რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ქართული სალიტერატურო ენა.

    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია.

    11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ლომაძე.

    12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: marinalomadze4@gmail.com